სამშაბათს, 28 მაისს 15:00 საათზე 245-ე ლაბორატორიაში (II კორპუსი, ფიზიკური ქიმიის დიდი ლაბორატორია) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
"დიფენოკონაზოლის სტერეოიზომერების ანალიზი მანდარინში სითხური ქრომატოგრაფია ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით"
მომხსენებელი: მაგისტრატურის II სემესტრის სტუდენტი ანა რაქვიაშვილი.
ხელმძღვანელი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე
„სხვადასხვა ბოსტნეულის მატრიცაში დიფენოკონაზოლის რაოდენობრივი განსაზღვრა სითხური ქრომატოგრაფია ტანდემური მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით"
მომხსენებელი: მაგისტრატურის II სემესტრის სტუდენტი ნათია ჭანტურია
ხელმძღვანელი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე